ანა ნაცვლიშვილი – ვურჩევდი პრემიერს, გამობრძანდეს, ხელი მოაწეროს დეკლარაციას და თქვას, რომ საერთაშორისო ფონდებში მუშაობისას ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს

პრემიერი დაკავებულია არა საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრით, არამედ ტყუილების გავრცელებით – ვურჩევდი მას, თავად მისცეს სხვებს მაგალითი, გამობრძანდეს, მოაწეროს ხელი დეკლარაციას, რომელშიც იტყვის, რა თანხები აქვს აღებული ფონდებთან მუშაობის დროს. როდესაც თავად მუშაობდა საერთაშორისო ფონდებში თქვას, რომ ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ერთ სიბრტყეში დაყენება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ოკუპანტის, “ქართული ოცნების” მორიგი რუსული მეთოდია, რომლითაც ცდილობს, რომ მტერსაც და მოყვარესაც ერთი და იგივე სახელი დაარქვას”.
„ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი. ვნახეთ, რომ ისეთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პლატფორმაზე, როგორიც არის “ფეისბუქი”, სხვადასხვა ინფორმაცია, რომელსაც “ქართული ოცნება” დებს, არის ტყუილი. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ პრემიერი დაკავებულია არა საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრით, არამედ ტყუილების გავრცელებით. იმისთვის, რომ შეასრულოს [დიმიტრი] პესკოვის და [სერგეი] შოიგუს მითითებები. გვახსოვს პესკოვის საჯარო მითითება “ქართული ოცნების” მიმართ, სადაც ხსნიდა, ახლა როგორ უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, რომ საზოგადოებას აზრი შეაცვლევინოს “რუსულ კანონთან” მიმართებით. ამ მითითებას ასრულებს . ვურჩევდი მას, თავად მისცეს სხვებს მაგალითი, გამობრძანდეს, მოაწეროს ხელი დეკლარაციას, რომელშიც იტყვის, რა თანხები აქვს აღებული ფონდებთან მუშაობის დროს. მოაწეროს განაცხადს ხელი, რომ მაშინ, როდესაც თავად მუშაობდა საერთაშორისო ფონდებში, ის ემსახურებოდა უცხო ძალის ინტერესებს.
ერთ სიბრტყეში დაყენება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ოკუპანტის, “ქართული ოცნების” მორიგი რუსული მეთოდია, რომლითაც ცდილობს, რომ მტერსაც და მოყვარესაც ერთი და იგივე სახელი დაარქვას. შავი და თეთრი არასდროს იქნება ერთი და იგივე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, დეპუტატი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა: “თავის დროზე მახსოვს, რომ “ქართული ოცნება” და სასამართლო კლანი ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს, როდესაც ამბობდნენ, რომ პერსონალური სანქციები მათ არ შეეხებოდათ, ეს დღე არ დადგებოდა, თუმცა ეს დღე დადგა, ამიტომ, პერსონალურად “ქართული ოცნების” ის ადამიანები, რომლებიც ს დავალებებს ასრულებენ, რა თქმა უნდა, უნდა ელოდონ, მათ შორის, პერსონალურ სანქციებსაც“.