„ევოლუშენ ჯორჯიას“ მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი „ევოლუშენ ჯორჯიას” მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია, როცა ქვეყანაში თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდეს.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანები იძულებული არიან პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. ამ ხელისუფლების „დამსახურებაა”, რომ ქვეყანას დააკარგვინეს 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით. შრომით ბაზარზე იმდენად მძიმე ვითარებაა შექმნილი, რომ ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, დასთანხმდნენ უსამართლოდ დაბალ ანაზღაურებას და მიუღებელ შრომის პირობებს ან წავიდნენ ემიგრაციაში. ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ათასობით ადამიანს აწუხებს იმიტომ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის ადამიანების დასაქმება სამართლიანი ანაზღაურებით. ჩვენი პრიორიტეტი იქნება დასაქმება, ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც შექმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, სამართლიანი შრომის პირობებით და ანაზღაურებით. “ძლიერი საქართველო” შექმნის იმ 200 000 სამუშაო ადგილს, რომლის დეფიციტიც “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა ამ თემაზე საქართველოს პარლამენტში ბრიფინგი 2 აგვისტოს გამართა, დეპუტატმა პასუხისმგებელი უწყებებიდან (შრომის ინსპექცია, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი), ასევე, დამსაქმებლისგან ინფორმაცია გამოითხოვა და საკითხზე საპარლამენტო ზედამხედველობა დაიწყო.
ცნობისთვის, “ევოლუშენის” თანამშრომლები თვეზე მეტია გაფიცულები არიან, მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…