ანა ნადარეიშვილი სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს

“ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი”, -ამბობს ნადარეიშვილი.
· დამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-13 მუხლების კონტექსტში შესწავლონ მის მიერ, განცხადებაში, მითითებული ფაქტები;
· შეაფასონ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სუს-ის ქმედებები;
· რეაგირება იქონიონ არასრულწლოვანის უფლებების უხეშ დარღვევაზე;
· დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის განმავლობაში ადვოკატთან წვდომის სრულ ბლოკირებაზე; ასევე შეისწავლონ იძულებითი ჩვენების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები და მოახდინოთ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება;
· სახელმწიფო ორგანოებიდან მოიხოვონ ანა ნადარეიშვილის სამართლებრივი სტატუსის დაუყოვნებლივი და მკაფიო განსაზღვრა, ასევე მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა; შეაფასონ სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, საზოგადოების მაღალი ინტერესის პირობებში და დადგინდეს, რამდენად შეესაბამება აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს;
· გასცენ საჯარო დასკვნა და რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკის შეწყვეტაზე, არასრულწლოვანების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული უფლებების რეალურ დაცვაზე;
· უზრუნველყონ ანა ნადარეიშვილისა და მისი ოჯახის დაცვა შესაძლო შემდგომი ზეწოლისაგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ან ინსტიტუციური ანგარიშსწორებისაგან;
· მიაწოდონ წერილობითი, დასაბუთებული პასუხი კანონით დადგენილ ვადებში, თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხზე;
· გაითვალისწინონ, რომ მათი რეაგირება ან რეაგირების არარსებობა გამოყენებული იქნება, როგორც მტკიცებულება შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობის შეფასებისას საერთაშორისო მექანიზმების წინაშე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
ანა ნადარეიშვილის ომბუცმენისთვის გაგზავნილი განცხადება სრულად:
· შეისწავლოთ აღნიშნული ფაქტები ECHR-ის 3, 5, 6, 8 და 13 მუხლების კონტექსტში;
· შეაფასოთ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სუს-ის ქმედებები;
· მოახდინოთ რეაგირება არასრულწლოვანის უფლებების უხეშ დარღვევაზე;
· მოახდინოთ რეაგირება დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის განმავლობაში ადვოკატთან წვდომის სრულ ბლოკირებაზე;
· მოითხოვოთ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ჩემი სამართლებრივი სტატუსის დაუყოვნებლივი და მკაფიო განსაზღვრა; და ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; 4.(ხელნაწერში ნუმერაცია მეორდება) შეისწავლოთ იძულებითი ჩვენების, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მათ შორის სუს-ის შენობაში ჩემი მეუღლის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდი, და მოახდინოთ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება. 5. (ხელნაწერში ნუმერაცია მეორდება) შეაფასოთ სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, საზოგადოების მაღალი ინტერესის პირობებში და დაადგინოთ, რამდენად შეესაბამება აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.
· გასცეთ საჯარო დასკვნა და რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკის შეწყვეტაზე, არასრულწლოვანების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული უფლებების რეალურ დაცვაზე.
· უზრუნველყოთ ჩემი და ჩემი ოჯახის დაცვა შესაძლო შემდგომი ზეწოლისაგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ან ინსტიტუციური ანგარიშსწორებისაგან.
· მომაწოდოთ წერილობითი, დასაბუთებული პასუხი კანონით დადგენილ ვადებში, თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხზე.
· გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეაგირება ან რეაგირების არარსებობა გამოყენებული იქნება როგორც მტკიცებულება შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობის შეფასებისას საერთაშორისო მექანიზმების წინაშე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”,- ვკითხულობთ განცხადებაში.