ანა დოლიძის პარტია ტოვებს „ძლიერი საქართველოს“ კოალიციას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი პარტია „ხალხისთვის“ ტოვებს 2024 წლის საპარლამენტო ს წინ შექმნილ კოალიციას „ძლიერი საქართველო“. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ანა დოლიძემ.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება სთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული…
ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს“, – აცხადებს ანა დოლიძე.
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებდა მონაწილეობას. ოთხივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ს მონაცემებით, ამ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და უარს ამბობენ საპარლამენტო საქმიანობაზე.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი“.