ანა დოლიძე – ხელისუფლებამ თავის თავს ძალიან დაუშავა – პირველ რიგში, ოდნავ პროდასავლურად განწყობილ თავის ამომრჩეველს ჩამოეხსნა

ხელისუფლებამ თავის თავს ძალიან დაუშავა. პირველ რიგში, ოდნავ პროდასავლურად განწყობილ თავის ამომრჩეველს ჩამოეხსნა. ვის უნდა ასოცირება ორჯონიკიძესთან, ვორონცოვთან, იმპერიულ მმართველობასთან? არავის! -ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტით ხელისუფლება დაზიანდა.
„ჩვენ, ერთი თვის წინ, ზუსტად ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს პროცესი ყირგიზეთში. როგორ მიაცემინა რუსეთმა ყირგიზეთს რეალურად ფიცი ს იმპერიისთვის. იგივე მეორდება აქ. ეს არ იქნება ცალკე, მარტო კანონი, ეს იქნება შეტევა მედიაზე, ყირგიზეთში ასე მოხდა. ცალკე არასამთავრობო სექტორის, ცალკე მედიის, ცნობილი ონლაინ-ვებსაიტების დახურვა. ეს არის რუსული იმპერიული დავალება, რომლის ამოცანა არის დამთავრდეს ჩვენი ევროპული სვლა. ასე გველაპარაკებიან – გეყოთ, სადამდეც წახვედით და აქ უნდა დასრულდესო! ამიტომ, აქ წინააღმდეგობა არ არის კანონზე, წინააღმდეგობა არის რუსეთის იმპერიულ დღის წესრიგზე“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ