– ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მათი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად ატრიალებს შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის.
„ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ატრიალებენ შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის. ახლახან ვიწია ჯაფარიძის [ვიქტორ ჯაფარიძე] ახლობელმა 17 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, სახელმწიფო მაგათთვის არის მეწველი ძროხა და ამის დასაცავად იბრძვიან ესენი, ამის ხარჯზე კი ხალხი გარბის ქვეყნიდან. „ქართულ ოცნებას” წარმოდგენა აქვთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირშიც ასე არიან კონსპირაციაში და ალბათ, ამის ეშინიათ. სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად