– ჩვენი თანაპარტიელი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
,,ამ დილით, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ჩვენი წევრი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თან არ ახლდა არანაირი მტკიცებულება, უსამართლოა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული დაპატიმრება, როგორც სადამსჯელო მექანიზმი”, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს