ანა დოლიძე – ქვეყანა მიშვებულია, ავტოპილოტზეა

საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა – ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
მისი თქმით, „ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა“.
“საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა. რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ადამიანმა ოჯახები ამ დროს. ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს. ბიძინას სისტემა აკეთებს ამას. კორუფცია და სიხარბე, რომ არაფერი საჯარო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს, 10-15 ოჯახის კუჭის უსაფრთხოების გარდა. ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა. დანარჩენი ავტოპილოტზეა. ამას ეწირება ყველაფერი, ბავშვებიც” , – წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბაშვები საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში