ანა დოლიძე – საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს უმსხვილესი თანამედროვე კომპანიების ინვესტიციები, აქ გახსნას წარმოება და აქვე დავასაქმოთ ჩვენი ხალხი

საერთაშორისო თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში უდიდესი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში წერს.
ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს უმსხვილესი თანამედროვე კომპანიების ინვესტიციები.
,,საერთაშორისო თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში უდიდესი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად. EDGE; General Motors Defence;Lockheed Martin. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს ასეთი კომპანიების ინვესტიციები, აქ გახსნას წარმოება და აქვე დავასაქმოთ ჩვენი ხალხი. ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ჩემი კავშირებით ამას მალევე შევძლებთ. ზუსტად ამის ამბიცია უნდა გვქონდეს, საამაყო ქართული წარმოების და არა მესამეხარისხოვანი, ნახევრად კრიმინალური მაფიოზური ქვეყნად ყოფნის, რასაც რეჟიმი გვაჩვევს და გვთავაზობს’’, – წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქში”

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში