ანა დოლიძე საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ავრცელებს.
კერძოდ, ანა დოლიძე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე, სადაც ისაუბრა თავდაცვისა და შეიარაღების გამოწვევებზე, ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარების აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე, თავდაცვის სფეროში ენერგიის მოხმარებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებზე.
მასთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ უმსხვილესი თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია EDGE, General Motors Defence და Lockheed Martin-ის დირექტორები.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში