– რძის საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს – არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი

რძის საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. რძის სკანდალზე სხდომა იმართება.
ანა დოლიძის თქმით, საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა მოქალაქეებისთვის.
„ახლა მოვედი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც განიხილება რძის ხარისხის საკითხი. ეს საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი. ზოგადად, ახლა რაც ხდება ქვეყანაში მე არ ვმონაწილეობ, მე არ ვარ ანალიტიკოსი, მე ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკოსის საქმეა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ მოქმედება. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში სწორედ ამ საკითხზე მოვაწყობდი საგამოძიებო კომისიას და არა სხვა საქმეზე. საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩეკურაშვილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე არ გვპასუხობს კითხვებზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა სააგენტომ და რა ზომები მიიღო მავნე ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ასე სასამართლო სხდომებზე სიარულით და სხვადასხვა შეხვედრებით მიწევს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საქმის კურსში ჩავაყენო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად