ანა დოლიძე – ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს

ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ფონდი „მაქს ვან დერ შტოელი“ აქვეყნებს წერილს, რომლითაც ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს მიმართავს, რათა ნიდერლანდებში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ მოკვლევა დაიწყოს.
„ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს. ფონდი „მაქს ვან დერ შტოელი“ აქვეყნებს წერილს, რომლის მიხედვითაც მიმართავს ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს, რათა დაიწყოს მოკვლევა ნიდერლანდებში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ. ის განმარტავს, რომ საქართველოში პროტესტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ პირობებში ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება პროპაგანდას და ემსახურება ძალადობას რეგისტრირებულია ნიდერლანდებში. ეს იძლევა ერთი მხრივ, ეფექტურ საშუალებას ნიდერლანდების პარლამენტისთვის, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ზომები ნიდერლანდებში რეგისტრირებული ირაკლი რუხაძის ბიზნესების წინააღმდეგ“, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან