ანა დოლიძე – მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოხატავს გულისწყრომას მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით – მთავრობა არალეგიტიმურია, არჩეულები ვართ ჩვენ!

პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილზე – მთავარი არის ის, რომ აქ გამოიხატება მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისწყრომა მოპარულ არჩევანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ისინი კი მობილიზებული არიან თავიანთი არჩევანის დასაცავად.
„ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმით, პროტესტი არის ამის ერთ-ერთი ფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ის მუდმივად ჩანდეს. ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომელთა ძალიან დიდი შემადგენლობა თბილისში იქნება ორშაბათს, მუდმივად უნდა ხედავდნენ რომ აქ არის უკმაყოფილება, რომელიც 26 ოქტომბრის ს შემდეგ დადგა. ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს. ესენი არიან კორუმპირებულები, ჩაჭიდებულები არიან საკუთარი ცხოვრების სტილზე და მათ არ სურთ დათმონ მილიონები. ესენი არ არიან ლეგიტიმურები, არჩეულები ვართ ჩვენ. ეს პროტესტი გაგრძელდება, ჩვენი კი ვართ მობილიზებული ჩვენი არჩევანის დასაცავად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას