– მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და ქართული პოლიტიკა განახლდეს, არის პროცესში დიასპორის ჩართულობა

მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და ქართული პოლიტიკა განახლდეს, ეს არის დიასპორის ჩართულობა – ჩვენ ცალკე ავირჩევთ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აღნიშნა და მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე ხალხს ქართული პოლიტიკის განახლების გზამკვლევს სთავაზობს.
როგორც დოლიძე ამბობს, დიასპორას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.
„მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და ქართული პოლიტიკა განახლდეს, ეს არის დიასპორის ჩართულობა. გლობალიზაციის პირობებში საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან მობილური. საქართველოდან მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი წავიდა და ისინი არიან დიასპორის წევრები. დიასპორა აგზავნის ფულს საქართველოში და გვარჩენს ბევრი წლის განმავლობაში. შესაბამისად, დიასპორას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ამის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, მათ შორის, არის მოლდოვაში. ჩვენ ცალკე ავირჩევთ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. გლობალიზაცია სხვა არჩევანს არ გვიტოვებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს