ანა დოლიძე – მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, შემოვარდა მანდატურების უფროსი და ძალით გამომიყვანა ოთახიდან, რა დროსაც მივიღე დაზიანება

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე აცხადებს, რომ აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაზიანება მიიღო.
როგორც დოლიძე წერს, ის მანდატურების უფროსმა ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
“მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, გაოგნებული ცრუ მოწმის ქცევით, უკნიდან შემოვარდა დავით მატიაშვილი, მანდატურების უფროსი, რომელსაც ნაცების დროიდან ვცნობ მანდ და დიდი ძალით გამომიყვანა ოთახიდან ზურგით. ამ დროს მივიღე დაზიანება ხელზე: ან ხელში ეჭირა რაღაც ან კარებს დამარტყმევინა”, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში