– კორუმპირებულ ბანდას მხოლოდ “იცურე მშვიდად” პროექტი გადაწონის

კამპანიის “იცურე მშვიდად” შედეგად ჩვენ ათობით ბავშვი დავიცავით და ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია თბილისის ზღვაზე უსაფრთხო გავხადეთ , – ამის შესახებ კოალიცია “ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ალეკო ცქიტიშვილის პირადი ტრაგედიის მიუხედავად, სწორედ მისი ბრძოლის შედეგად შემოიფარგლა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია.
“2018 წელს, ალეკო ცქიტიშვილთან ერთად დავიწყე კამპანია “იცურე მშვიდად,” რომლის ფარგლებში შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წარვუდგინეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ წყლის ობიექტებთან დაკავშირებით. ამ კამპანიის მიზანი იყო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში სიკვდილიანობა შეგვემცირებინა. ალეკო ცქიტიშვილის ბრძოლის შედეგად შემოიფარგლა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია. მისი პირადი ტრაგედიის მიუხედავად, მან იბრძოლა სხვა ბავშვებისთვის და ე.წ. სიკვდილის ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შემოიფარგლა. ამის შედეგად ჩვენ ათობით ბავშვი დავიცავით და გავხადეთ ეს ტერიტორია უსაფრთხო. “ქართულ ოცნებას” ეს არ აინტერესებს და ასეთ ადამიანებს ერჩის. კორუმპირებულ ბანდას მხოლოდ “იცურე მშვიდად” პროექტი გადაწონის”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა