– კარგი იქნება, თუ თავად „ნაციონალები“ გვიჩვენებენ კარგ მაგალითს და გაერთიანდებიან – ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, კარგი მაგალითი იქნება

პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარის ანა დოლიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს გაერთიანებას, რადგანაც „ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, ეს კარგი მაგალითი იქნება“.
აღნიშნულით პარტიების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
,,მეგობრებო, გვესმის გაერთიანების შესახებ მოწოდებები, ძირითადად „ნაციონალების“ რომელიმე ფრთიდან. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ თავად „ნაციონალები“ გვიჩვენებენ კარგ მაგალითს და გაერთიანდებიან. ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, ეს კარგი მაგალითი იქნება. წესით არ უნდა გაჭირდეს“, – წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!