– თავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი

კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილმა ქართველ ხალხს თავისუფლება მოუტანა.
„დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, არის სასიხარულო ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ, ეს არის სევდიანი დღე. 9 აპრილმა ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვიტანა თავისუფლება, შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, რომელსაც ისინი ნატრობდნენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა