– ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა

პარტია “ხალხისთვის“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ განსხვავებული ფასეულობებით არის შესაძლებელი.
“ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ იგივე ფასეულობებით ჩაანაცვლებენ ივანიშვილს და გაიმარჯვებენ. ივანიშვილი დამარცხების ერთადერთი გზა არის განსხვავებული ფასეულობები. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილი დავამარცხოთ, ეს არის განსხვავებული ფასეულობა. ის, რაზეც დგას ივანიშვილი, არის გამდიდრება ერთი პატარა ჯგუფი ადამიანებისთვის, დანარჩენი ქართველების გადაჩეხვა, ემიგრაცია, გაღარიბება, განათლების გარეშე დატოვება. მეორე მხრივ, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ფასეულობა. ხალხმა ეს განსხვავებული ფასეულობა უნდა დაინახოს. ეს ფასეულობა არის კეთილდღეობა ყველასთვის“, – აცხადებს ანა დოლიძე.
ინფორმაციას პარტია “ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია