ანა დოლიძე ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა

კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო, „უსამართლო სისტემის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ ესაუბრა და განუცხადა, რომ ხელისუფლების სათავეში ოლიგარქიული ჯგუფია, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის.
ამასთანავე, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
„ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს სთხოვა, რომ სოციალ-დემოკრატიულმა ქსელმა მხარი დაუჭიროს მათ, მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათ, ასევე მიმოიხილეს გეოპოლიტიკური ვითარება და ის მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და გაფართოების პერსპექტივას აქვს საქართველოსთვის. ანა დოლიძემ, ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაფართოების გეგმა და ევროკავშირის რეკომენდაციები ქართულ რეალობაში შეძლებისთანავე ზედმიწევნით იყოს დანერგილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება