ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კოალიცია ,”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების მოწვევით, მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე გამოსვლებს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პროტესტი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს.
მისი თქმით, ამ შთაგონების წყაროს მოპოვება შეიძლება რუსთაველზე.
,,ჩვენთვის ევროკავშირი არის არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს კეთილდღეობას ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის უპირისპირდება დღევანდელი მმართველობის ფასეულობას, სადაც მდიდრდება ადამიანების მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფი, ხოლო ღარიბდება და ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ
კოალიცია ”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, კონფერენციის ამოცანაა, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარება და ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავება ათ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელთა შორის არის საქართველო. ამ მხრივ და პარტია “ხალხისთვის“ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ფრაქციების პარტნიორია საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: მარიამ ლაშხმა უნდა თქვას ვინ ესწრებოდა ასეთ შეხვედრას, კონკრეტული სახელები და გვარები ამერიკის წარმომადგენლების, თუ ევროპის წარმომადგენლების, თუ არ იტყვის, ესე იგი…