ანა დოლიძე ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კოალიცია ,”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების მოწვევით, მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე გამოსვლებს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პროტესტი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს.
მისი თქმით, ამ შთაგონების წყაროს მოპოვება შეიძლება რუსთაველზე.
,,ჩვენთვის ევროკავშირი არის არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს კეთილდღეობას ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის უპირისპირდება დღევანდელი მმართველობის ფასეულობას, სადაც მდიდრდება ადამიანების მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფი, ხოლო ღარიბდება და ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ
კოალიცია ”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, კონფერენციის ამოცანაა, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარება და ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავება ათ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელთა შორის არის საქართველო. ამ მხრივ ანა დოლიძე და პარტია “ხალხისთვის“ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ფრაქციების პარტნიორია საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები