ანა დოლიძე – გავერთიანდეთ და გავაერთიანოთ სრულიად საქართველო მერაბ კოსტავას ფასეულობების გარშემო

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო.
მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ გაერთიანდეს და ქვეყანა მერაბ კოსტავას ფასეულობების გარშემო გააერთიანოს.
“დღეს არის მერაბ კოსტავას დაბადების დღე. ადამიანის, რომელმაც მისი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა. სწორედ მერაბ კოსტავას მსგავსი ადამიანების თავდადებამ მოიყვანა ჩვენი ქვეყანა ამ დრომდე და შეგვინარჩუნა თავისუფლება. ეს თავისუფლება კი “ქართული ოცნების” რეჟიმმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა და ამოცანა გავერთიანდეთ და გავაერთიანოთ სრულიად საქართველო მერაბ კოსტავას ფასეულობების გარშემო. სწორედ ეს ფასეულობებია თანამედროვე სახელმწიფოს საფუძველი”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში