ანა დოლიძე – არსებობს და არსებობდა შემდეგი ხუთი სცენარი მოვლენების განვითარების, ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა წავიდეთ

როგორ ინგრევა რეჟიმები? აქ საჭიროა არა მუშტების ქნევა და მუქარა, არამედ ფიქრი. რამდენიმე კლასიკური ვარიანტი არსებობს, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რა არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, განხორციელდა ავტორიტარული მმართველობა და თან კანონგარეშე. ხელისუფლება მიტაცებულია.
როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, „არსებობს და არსებობდა შემდეგი ხუთი სცენარი მოვლენების განვითარების, ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა წავიდეთ“.
„როგორ ინგრევა ასეთი რეჟიმები? აქ საჭიროა არა მუშტების ქნევა და მუქარა, არამედ ფიქრი. რამდენიმე კლასიკური ვარიანტი არსებობს, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რა არის შესაძლებელი.
· რეჟიმის რღვევა/ჩამოშლა: გრძელვადიანი კრიზისის, პროტესტის, მიტინგების, გაფიცვების, გარე სანქციების, წნეხის ფონზე ხდება გუნდის ჩამოშლა, დაშლა, მაგალითი ალბერტო ფუხიმორის ხელისუფლება პერუში და მონტესინოს სკანდალი.
· ხავერდოვანი რევოლუცია: საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ხელისუფლების დაკავება, მშვიდობიანი გადაბარება და აღიარება, ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, და ა.შ.
· შიდა გადატრიალება (internal coup): არაპოპულარული ლიდერის ფონზე შიდა გადაჯგუფება და ახალი ლიდერის მხრიდან ამხედრება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ძველი ლიდერის ჩამოშორება. შეიძლება მოხდეს სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების მხრიდან, მაგ. მიანმარი.
· რევოლუცია: ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა ამბოხებული საზოგადოების მხრიდან. საფრანგეთის რევოლუცია ამის კლასიკაა, რა თქმა უნდა, ასევე კადაფის დამხობა, მაგალითად.
· უცხო ქვეყნის დახმარებით ავტორიტარულ/დიქტატორული მმართველის ჩამოცილება. ნორიეგას წაყვანა პანამიდან ამერიკელების მიერ, მაგალითად.
ეს ცნობილი სცენარებია რაც მე გამახსენდა. ახლა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ რა გვაქვს, რა მონაცემები არ გვაქვს, რა გვინდა, რა არ გვინდა და რისთვის უნდა მოვემზადოთ. თუ ამასობაში ერთმანეთს არ დავჭამთ, იქნებ ცოტა საქმე გავურთულოთ მტრებს”, – წერს ანა დოლიძე