ანა ბუჩუკური – ხედავთ, ადამიანების მშვიდობიანი შეკრებაა – ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდები

ხედავთ, რომ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებაა – ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდები, განსაკუთრებით იმ არაადეკვატური სიგიჟის და ძალადობის ფონზე, რაც გუშინ ყველამ ვიხილეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „თბილისი მოლთან“ განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ეს ბრძოლა გრძელვადიანია და მათ გამარჯვების სჯერათ“.
„ხედავთ, რომ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებაა. მე პირადად და ჩემი პოლიტიკური გუნდი აქ ვდგავართ. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდები, განსაკუთრებით იმ არაადეკვატური სიგიჟის და ძალადობის ფონზე, რაც გუშინ ყველამ ვიხილეთ. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს რომ ახალგაზრდები დავიცვათ“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს.
ასევე სამართალდამცველები, მათ შორის განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!