ანა ბუჩუკური – “მშვიდობიანი დამხობის” პროვოკაციის შედეგად, ევროკავშირმა ძალადობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა, აქამდე მხოლოდ “ოცნება” იყო ძალადობაზე პასუხისმგებელი

„მშვიდობიანი დამხობის” პროვოკაციის შედეგად, ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ევროკავშირმა „ყველა მხარეს” ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა – შესაბამისად, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა, მაშინ, როდესაც აქამდე მხოლოდ ერთი მხარე – “ოცნება” იყო ძალადობაზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრი“ ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ეს შედეგი წინასწარ და მარტივად გათვლადი იყო.
„მშვიდობიანი პროტესტი არის გადასარჩენი. ამისთვის შეცდომას – შეცდომა და დანაშაულს დანაშაული უნდა დაერქვას“, – წერს ანა ბუჩუკური.