ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს – ჩემი აზრით, თქვენი თანამდებობაზე დასმა ქვეყნისთვის საშიშია – კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა?

ბატონო ირაკლი, დღეს, თქვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხართ და ჩემი აზრით, თქვენი თანამდებობაზე დასმა ქვეყნისთვის საშიშია, იმის გათვალისწინებით მით უფრო, რომ პერსონალურად არანაირი კავშირი 2012 წლის ბრძოლასთან, გამარჯვებასთან, „ქართული ოცნების“ მაშინდელ ღირებულებებთან კავშირი არ გაქვთ. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა? – ამ სიტყვებით პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
ბუჩუკურმა ს ასევე სთხოვა საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ რატომ აძლევენ მიხეილ სააკაშვილს პარტიული საქმიანობის უფლებას.
„ბატონო ირაკლი, თქვენ, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ოდესღაც საქებარ ლექსებსაც უძღვნიდით და დითირამბებს, მუნიციპალური არჩევნების წინ არაერთხელ დასწამეთ ცილი, რომ თითქოს, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი – „კოკაინშიკი“ იყო, თქვენი სიტყვები რომ გავიმეორო. თქვენ განსაკუთრებით გახასიათებთ ასეთი ღირსეული, კაცური საქციელები. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა გენერალურ პროკურორს ცრუ დასმენაზე მივმართეთ, რომელიც იცით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, შეიძლებოდა თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, თქვენ უცებ შეცვალეთ თქვენი ცილისწამება, გამოხვედით და მედიასთან თქვით – არა, კაცო, ეს პოლიტიკური ბრალდება იყოო, ანუ ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ თვეების განმავლობაში თქვენ ატყუებდით ხალხს და ჭორაობდით. რაც არ უნდა, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი იყოს, ბატონო ირაკლი, დღეს, თქვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხართ და თქვენი თანამდებობაზე დასმა, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის საშიშია, იმის გათვალისწინებით, მით უფრო, რომ პერსონალურად არანაირი კავშირი 2012 წლის ბრძოლასთან, გამარჯვებასთან, „ქართული ოცნების“ მაშინდელ ღირებულებებთან კავშირი პერსონალურად არ გაქვთ. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა?
ბატონო ირაკლი, გუშინ, თქვენ ამ ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვით შემდეგი, ვციტირებ – „ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში“. ასევე თქვენ თქვით, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად გაუმჯობესდა და აღიარეთ, თქვენი სიტყვებია, ვციტირებ – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინ, როცა სხვა პატიმრებს სასჯელის მოხდა უწევთ საკანში, სააკაშვილი 2-ოთახიან პალატაში გვყავსო. ნამდვილად ასეა ბატონო ირაკლი, ნამდვილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში გყავთ , თქვენ იცით, რომ მას პარტიული საქმიანობა ეკრძალება, მაგრამ თქვენი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ მიხეილ სააკაშვილი როგორ ატარებს პარტიულ თათბირებს და მონაწილეობს პარტიულ საქმიანობაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული აქვს. იქნებ, ამ ტრიბუნიდან დაამატოთ სათქმელი და აუხსნათ პირველ რიგში, თქვენს ამომრჩეველს, რატომ აძლევთ მას სისტემურად ამის უფლებას?“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ