უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ახლა უკრაინის მიმართ ყურადღება საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
„ჩვენ მუშაობა იმისთვის უნდა გავაგრძელოთ, რომ უკრაინის ზამთრის დამცავი ფარი ძლიერი იყოს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერბოკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია, რისთვისაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
