ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ტრადიციულად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კიევში ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო.
კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„რუსული რაკეტებისა და დრონებისგან დასაცავად ს მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა უკრაინა გადარჩეს და პუტინის ჯარები ჩვენს საზღვრებთან მალე არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ანალენა ბერბოკი კიევს მეშვიდედ ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ