ანალენა ბერბოკი – ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან უკრაინის თემის განხილვაზე უარი განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამოავლინა მზადყოფნა უკრაინის საკითხზე შუამავლობის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განხილვისთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„თავის მხრივ, მზადაა, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას“, – აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა პუტინის პოზიცია, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივას უარყოფს.
„ის უარს ამბობს მშვიდობის მიღებაზე და ყოველ დღე აგზავნის კიდევ ერთ სიგნალს ომისა და ნგრევის სასარგებლოდ, ის ამ დღეებში გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისთვისაც კი არ არის მზად“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე