ანაკლიის მიწაზე Megobari ACT-ის დაწერისთვის აქტივისტი 2000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი, როსტო ზარანდია აცხადებს, რომ ის ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა ანაკლიის „საძოვარზე“ Megobari ACT-ის დაწერის გამო. მერიის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ოქმი მას ზუგიდის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მიუტანეს.
„აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“, – წერია ოქმში.
როსტო ზარანდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მან ანაკლიაში საძოვარზე 380-მეტრიანი გეოგლიფი, რომელზეც Megobari ACT-ი იყო გამოსახული, ტრაქტორით 13 ნოემბერს შეასრულა.
Megobari ACT -ი ინიციირებული კანონპროექტია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან -ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)