ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას

ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, Ipsos-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნების ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.
მახაშვილის შეფასებით, ამ კვლევიდან ბევრმა დასკვნა უნდა გამოიტანოს და შედეგები აჩვენებს, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალები, წარსული შეცდომების და არასწორი ნაბიჯების გამო, არ იმსახურებენ ქვეყნების სათავეში ყოფნას.
“ბევრისთვის უნდა იყოს მაგალითი და ამ კვლევიდან ბევრმა დასკვნა უნდა გამოიტანოს. უფრო მეტად ეხება იმას, რომ ის ხელისუფლებები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, არ იმსახურებენ თავიანთი წარსულის, გამოცდილების, არასწორი ნაბიჯების და პოლიტიკური შეცდომების გამო, დღეს არ იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ამიტომ, ალბათ, ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ეს ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და -ის 10 ათასმა ამომრჩეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში