“ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო…” – პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გენო პეტრიაშვილის განცხადებით, “ლიბერალური ბაბლის” წევრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრს ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებენ და მათთვის “არაფერი წმინდა არ არსებობს”.
“მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას.
ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი, ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი
დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ღირსეულ ხალხს. ხვიჩას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო”, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება” ავრცელებს.
ასევე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმაც გააკეთა კომენტარი.
“ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
წყარო: Ambebi.ge
რატომღაც ყველა ე.წ.პროტესტანტი სპორტსმენის ნაცვლად სპორცმენს წერს, არადა ნიკები სხვადასხვა აქვთ… ალბათ, ერთ სკოლაში იწვრთნებოდნენ ერთი უწიგნურის ხელმძღვანელობით, თუ სხვა ვარიანტებიც არსებობს?!…