“ამ ქალაქში სიმშვიდეო” – პოლიციელი, რომელმაც იცის, რომ ქალაქში კრიმინალური დაჯგუფება დათარეშობს და მათ დასაჭერად “მუშაობს”

ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, გოჩა ვანაძე ირწმუნება, რომ “ქალაქში სიმშვიდეა” – ეს მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ბათუმში, შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა დერქან ბაშირი.
თამაზ ბაკურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშირს შავი ფერის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთჯერ ესროლეს.
“ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე – გახსნეს თუ არა გუშინდელი შეიარაღებული თავდასხმის საქმე, სამართალდამცველი ამბობს, რომ “მუშაობენ”.
ასევე 18 ივლისს ბათუმში, მსხვერპლით დასრულდა სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორან “გრილშიც” – თურქეთის მოქალაქეს 5 ტყვია ესროლეს.
“ვმუშაობთ, მიმდინარეობს გამოძიება. ძალიან მშვიდად, ძალიან თავისუფლად ამ ქალაქში არის სიმშვიდე. ახლა ინციდენტი მოხდა, მაგაზე ვმუშაობთ, გამოძიებაც მიმდინარეობს”. – ამბობს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე.
ამ წუთებში, ს სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სწორედ სასამართლოსთან მოახერხა “ტვ პირველმა” პოლიციელ გოჩა ვანაძისთვის კითხვების დასმა.
შეგახსნებეთ, რომ 18 ივლისს რესტორან “გრილში” მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მეორე დილას, “პირველები” კითვების დასასამელად პოლიციის მე-6 განყოფილებაში მივიდა, თუმცა ადგილზე პოლიციელებს ეძინათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა