“ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ბავშვები ცოცხლად იმარხებიან… ნამუსი სად დაკარგეთ ჩინოვნიკებო” – ანა მიქაძე–ჩიკვაიძე

ყველის გილდის თავმჯდომარე, ანა მიქაძე–ჩიკვაიძე:

ეს სიკვდილი არაა
ეს განაჩენია..
ბავშვები….. … ვინმეს გახსოვთ ბავშვი აფრიკის დასახლებაში,
რომელიღაც ბობოლა ბიზნესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხლად რომ დაიმარხა? მაშინ მართლა ისტერიკა დამემართა .. დღეში 50 სტატუსს ვაცხობდი, ძეგლის დადგმას ვთხოვდი მერიას_ ღარიბი ბავშვის ძეგლის დადგმას ველოსიპედიანად , ცოცხლად დამარხული ბიჭის ძეგლს.. .ვითხოვდი.. ახლა ძეგლი კი არა ჯგუფური ბარელიეფები უნდა დაიკიდოს ყველა ქალაქის მერიიის კედლებზე. _ ამ ქალაქში ამ ქვეყანაში ბავშვები ცოცხლად იმარხებიან .. ყოველგვარი პოლიტიკური ნიშის გარეშე ნამუსი სად დაკარგეთ ჩინოვნიკებო.. ლუკმა ყელში როგორ გადაგდით რანაირად დადიხართ ამ ცოდვილი მიწის ნაგლეჯზე
პოლიტიკოსებო, ბიზნესმენებო, სოციალურებო. თქვენც ენჯეოებო უბრალოდ გამვლელებო….