“ამ ტიპმა ამოიღო და გვაჩუქა 100 დოლარი, მაშინ ჩვენ კი არა, მგონი კახეთში მეზვრიშვილსაც არ ჰქონდა ნანახი…” – ყალაბეგაშვილი

“ყვავილები არ გამიყიდია, მაგრამ მეგობრებთან ერთად ბალახებს ვაგროვებდი და მღვდელს ვაბარებდით, ათზე მეტი ჯიშის ბალახი იყო (ბიო წამლებს ამზადებდნენ სადღაც), მაშინ 80 თეთრი ერთ კილოგრამ ბალახში დიდი ფული იყო ჩვენთვის, ჯართსაც ვაგროვებდით, მაგრამ გვირილის და თავშავას კრეფა ბევრად მარტივი და სარფიანი იყო… ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის, მაგრამ ზოგი ბავშვი რომ იაზრებს დამოუკიდებლობის ფასს, იწყებს საკუთარი საჭიროებისთვის ფულის შეგროვებას და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს უპასუხისმგებლო მშობლები ჰყავს… ცოტა რომ გავიზარდეთ დავეყუდეთ ბირჟაზე, ვიქნებიდით ასე მე-8-9 კლასში, ბნელა უკვე, ჩვენც ვდგავართ მედგრად გზის პირას, სოფლის ცენტრში, აჩერებს ,,ნოლძევიტი” მაშინ ეგ მაიბახი იყო, მოდის ვიღაც ტიპი და გვეკითხება ჩვენ სოფლელ კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვესწარით, ისე დაიღუპა… ჩვენ ვუთხარით, რომ ვიცით ვინც იყო, მაგრამ არ გვახსოვს… ამ ტიპმა ამოიღო და გვაჩუქა 100 დოლარი, მაშინ ჩვენ კი არა, მგონი კახეთში მეზვრიშვილსაც არ ჰქონდა ნანახი… მადლობა, რომ გადავუხადეთ, სახელი ვკითხეთ… ჩემ სახელს არა აქვს, მნიშვნელობა, ეგ ფული თქვენი გარდაცვლილი სოფლელის სახელზე დახარჯეთ, მაგარი კაცი იყო, ეგო და წავიდა…
კი, მადლი ქვაზე დადებული და უცერემონიოდ სჯობს, მაგრამ ასაც ხდება, რომ ზოგს არც სახლში ასწავლეს სიკეთის კეთების ინსტრუქცია, არც ისეთ წრეში ტრიალებს, რომ იცოდეს – ქაჯობა და ეგოს წელვა, სიკეთეს მადლს უკარგავს და იქცევა, როგორც იქცევა… მე მაინც მგონია, რომ სიკეთის მკეთებლებს, მშვიდად უნდა ავუხსნათ სიქაჯე და ეგოს წელვა რა ცუდია და რა კარგია სიკეთეს რომ აკეთებ მხოლოდ სიკეთისთვის… ასე გადავლა არ მგონია მთლად სწორი, რადგან ცნობიერება გზების სწავლებით მაღლდება, გზების გადახერგვას, სწორი გზის ჩვენება სჯობს…”

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს