“ამ სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრება, ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ”

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ბოლო დროს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მი­მართ. გი­ორ­გიმ “ინ­სტაგ­რამ­ზე” თა­ვი­სი პა­ტა­რა დის­შვი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჰქონ­და.

ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს. თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კი თქვა, რომ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი რომ დღეს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია, მისი “პა­ტა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის”.

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე, ასე­ვე ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა “მთა­ვა­რი არ­ხის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “მხო­ლოდ ლე­ლას­თან” ისა­უბ­რა:

“სა­დაც არ უნდა ვიყო, რა ენა­ზეც არ უნდა ვსა­უბ­რობ­დე, ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც არი­ან ჩემ­თან, არი­ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათ ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ რაც არ უნდა მოხ­დეს. ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ის, რაც მოხ­და. ჩემი დის­შვი­ლის ფოტო იყო. ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ უნდა მი­წევ­დეს ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მი­წევს იმი­ტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხე­ბა. მე გა­მოვ­ხა­ტე ის, რაც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გულ­ში არის, ჩემი ოჯა­ხის გულ­ში არის, ჩემი პა­ტა­რა დის­შვი­ლე­ბის გულ­ში არის”, – ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

“ამა­ყი ვარ, რომ ვარ ქარ­თვე­ლი, ის რაც შევ­ძე­ლით მთლი­ა­ნად მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, მთელ­მა ნაკ­რებ­მა. ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­ვუ­ტა­ნეთ, ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახლო მო­მა­ვალ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ხი­ლავთ გაბრ­წყი­ნე­ბულს, ბედ­ნი­ერს, ისეთ ბედ­ნი­ერს, რო­გო­რიც 26 მარტს ვნა­ხეთ. ამის­თვის ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ჩვენ – ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ხალ­ხი, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ყვე­ლა შე­ვეც­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზე წა­ვიყ­ვა­ნოთ და სი­მარ­თლის გზა­ზე. როცა იცი, რომ შენ მარ­თა­ლი ხარ, შენი ოჯა­ხი მარ­თა­ლია, შენი ქვე­ყა­ნა მარ­თა­ლია, უფრო ად­ვი­ლი არის, რომ სწო­რი გზა მო­ნა­ხო.

როცა პე­ნალ­ტის და­სარ­ტყმე­ლად მი­დი­ხარ, თუ შენ თავ­თან მარ­თა­ლი ხარ და იცი, რომ ყო­ვე­ლი დღე იმა­ზე ფიქ­რით და იმ მო­ტი­ვა­ცი­ით გა­ა­ტა­რე. რომ უკე­თე­სად და­გერ­ტყა, უფრო მეტი გე­მუ­შა­ვა შენ თავ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მაგ­რად იქ­ნე­ბა.

ვთვლი, რომ სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი იმ პე­ნალ­ტის დრო­საც და ამ სი­მარ­თლით მინ­და ვი­ა­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმი­ტომ რომ ფეხ­ბურ­თის კა­რი­ე­რა მთავ­რდე­ბა 15 წე­ლი­წად­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლო­ბას არას­დროს არ დავ­კარ­გავ”, – ამ­ბობს გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ