ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია – გვარამიაზე

“რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?! კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
ქადაგიძის თქმით, სასაცილოა გვარამიას განცხადებაში მუქარანარევი გზავნილი ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.
“რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?! კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის.
კელი დეგნანმა შეაწყალებინა გვარამია ზურაბიშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა და კუბილიუს-ფოტიგას ევრო-დეპუტაცია ქართულ მართლმსაჯულებას გვიწუნებს მაშინ, როდესაც პოლიტიკას შეფარებულ ქართველ პარაზიტთა სასამართლო წარმოების მიმართ, 99%-იანი ალბათობით არ აქვს პრეტენზია ევროპულ სასამართლოს.
იმიტომ, რომ რა მასშტაბის და ძლიერებისაც არ უნდა იყოს გლობალური ომის პარტია, ხელი ყველგან ვერ მიუწვდება. ესაა ქართველი ხალხის არჩევანიც – ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და არა, ცალ ფეხზე მდგარი ფსევდო-დემოკრატია!
P.S. ისე, ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია – არა უშავს ხელისუფლება შეიცვლება და ევროპულ სასამართლოსაც განვანათლებთო. შენი შეცვლილი ხელისუფლება არ გაიშვას, შე, მხდალო “ჰიპსტერო!”” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
Next: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია

ევროკავშირის დაკვეთილ კვლევებში საქართველო მოწინავე ადგილზეა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს კვლევა არაფერს ნიშნავს – თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს, შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ