“ამ საფეხბურთო უნარით ხვიჩა ყველასგან გამორჩეულია”- სიომინმა “ნაპოლის” შემტევზე ისაუბრა

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა Match TV-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ს შესახებაც ისაუბრა.
გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველ შემტევს ყველა სხვა ფეხბურთელისგან ერთი უნარი გამოარჩევს.
“ლოკომოტივის” ყველაზე ნიჭიერი შემტევი, რომელთანაც მიმუშავია, ხვიჩა კვარაცხელიაა, ეს ეჭვგარეშეა. მას აქვს თვისება, რომელიც ყველასგან გამოარჩევს, ვგულისხმობ მეტოქის მოტყუების უნარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვა მონაცემებსაც გააუმჯობესებდა. ასეც მოხდა და დღეს ბევრად ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
დაცვით ფუნქციებს უკეთ ასრულებს და უდიდესი პროგრესი აქვს”, – განაცხადა სიომინმა.
შეგახსენებთ, კვარაცხელია “ლოკომოტივის” ღირსებას
2019 წელს იცავდა. “რკინიგზელთა” რიგებში ხვიჩამ 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.