ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება

ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება
ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება,”- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორგანიზაცია ,,საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაიას განცხადებას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მისი განცხადება ქსენოფობიურია და საზოგადოებაში შუღლის დათესვას ემსახურება.
,,რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა.
არანაირი “ ომს აწარმოებს” არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს.
ეს არის, მინიმუმ, ჩვენი, ქართული მსოფლმხედველობა. ზოგადევროპულიც, წესით, ეს უნდა იყოს, ბოლო 80 წელი მაინც. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია, რამდენსაც ჩვენი ჭირი ნდომებია, ზიზღით და ბოღმით სავსე ერი უნდა ვყოფილიყავით. ასეთი ერი კი ათასწლეულებს ვერ გაუძლებდა.
ამიტომ არიან ეს ენჯეოები ქართულ საზოგადოებას აცდენილი. ამიტომ არის ის ზიზღი, სიძულვილი, შუღლი და მტრობა, რომლითაც ისინი, დღეს, ქუჩებში დაიარებიან, ასე უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე ენჯეოების ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა.
რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრეს-სპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის “ღორის” წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?” – წერს პაპუაშვილი.
იხილეთ ბაბულია პატარაიას პოსტი: