ამ პოლიციელმა იძალადა ჩემზე – რა მოხდა სასამართლო დარბაზში

ბექა ცერცვაძის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება.
სახელმწიფო ბრალდებამ მოწმის სახით პროცესზე პოლიციელი მიიყვანა, რომელსაც უნდა ეთქვა დაკავების პროცესში ჩატარდა თუ არა ცერცვაძის ჩხრეკა, თუმცა მოშიმშილე პატიმარმა -ს თანამშრომელი სასამართლო დარბაზშივე ამხილა და ფიზიკურ ანგარისშწორებაში დაადანაშაულა. საქმე ვაკე-საბურთალოს განყოფილების პოლიციელს ეხება.
ვადასტურებ, რომ ჩხრეკამ და დაკავებამ ჩაიარა მშვიდ გარემოში. შორიახლოს ვიყავი, სულ მთელი პროცესისთვის თვალი არ მიდევნებია და ყველაფერს ვერ გეტყვით, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ყვირილი, წივილი, ჩხუბი არ გამიგია. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროს მე გავედი”, – თქვა პოლიციელმა პროცესზე.
ბექა ცერცვაძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ პოლიციელი, რომელიც მოწმედ გამოიკითხა, ამოიცნო და სწორედ ის პირია, რომელიც მასზე ძალადობა:
“ეს იყო ერთ-ერთი პოლიციელი, ბატონო მოსამართლე, რომელმაც ჩემზე იძალადა პოლიციის განყოფილებაში თავის უფროსებთან ერთად. ერთი მოწმეც და მეორე მოწმეც მადებს ხელს, რომელიც თითქოს 200 კილომეტრიდან ხედავდა რაღაცას”
პატიმრის მდგომარეობა კი თანდათან მძიმდება. ბექა ცერცვაძის უფლებადამცველები მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ცერცვაძე პოლიციამ ივნისში დააკავა. მას გამოძიება პირის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მამაკაცმა მეზობელს ხელი დაარტყა. უკვე თვეზე მეტია პატიმარი წარდგენილ ბრალს აპროტესტებს და შიმშილობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ცერცვაძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ