,,ამ პერიოდში გომელაური და ლილუაშვილი ამავე ნაცემი, ნაწამები, დაწამლული და გაძარცვული ხალხის ბიუჯეტის ფულს ასე განკარგავდნენ” – რას წერს სალომე სიმონია?

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია ,,ფეისბუქზე” წერს:
,,იმ პერიოდში, როცა ლილუაშვილისა და გომელაურის დავალებით აქციის მონაწილეებს თვალებს თხრიდნენ; თავებს უტეხდნენ; ცხვირისა და ყბის ძვლებს ულეწავდნენ; გაუპატიურებით, ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ; წინასწარ გამზადებულ მანქანებში აწამებდნენ და ხალხს წამლავდნენ.
ზუსტად ამის პარალელურად, 2020-2024 წლებში, ლილუაშვილი თურმე ბაღის ბავშვებს ულუფას ჰპარავდა. ამ ქვეყნის მომავალ თაობებს საჭმელს აკლებდა და მოპარული სახლში მიჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში გომელაური და ლილუაშვილი ამავე ნაცემი, ნაწამები, დაწამლული და გაძარცვული ხალხის ბიუჯეტის ფულს ასე განკარგავდნენ:

● პრემია-დანამატებში – 619.8 მლნ.
● რესტორნებში – 3,1 მილიონი
● მივლინებებში – 26 მილიონი
● შტატგარეშეთა ხელფასი – 120 მლნ.
სუსი
● პრემია-დანამატებში – 115,2 მლნ.
● რესტორნებში – 2 მილიონი
● მივლინებაში – 3,6 მილიონი
● შტატგარეშეთა ხელფასი – 109,9 მლნ.
მონაცემები აღებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური გვერდიდან.”