ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს – ირაკლი კობახიძე

მჯერა, რომ ბიჭები დღეს გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს.
„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასოდეს დაგვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენენ ოცნებას და ახალ 13 მაისს გვაჩუქებენ. ახლა, ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ გამარჯვებაში ბიჭები სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
Next: დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი