ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები – სალომე ზურაბიშვილი

ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები –
ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Info-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ წლევანდელი არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული.
„ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა