ამ “მეგობარ აქტს” სინამდვილეში უნდა ერქვას უმადური აქტი – პაპუაშვილი

ამტკიცებს, რომ MEGOBARI ACT, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვს, ქართველი ხალხისა და ივანიშვილის რეჟიმის წინაშე უმადურობის გამომხატველი აქტია.
რაც შეეხება ამ აქტის ცინიკურ სახელწოდებას, “მეგობარი აქტი” სავსე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებით. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და დაფიქრდეს ყველა, მათ შორის, უილსონი, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე, რომ მის ვაჟთან ერთად ქართველი სამხედროები იბრძოდნენ ავღანეთში, არავინ ისე არ დაუდგა გვერდში შტატებს ავღანეთში, როგორც საქართველო. ამ “მეგობარ აქტს” სინამდვილეში უნდა ერქვას უმადური აქტი, რადგან ეს არის აქტი უმადურობისა ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიმართ”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან