ამ კვლევაშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი კლინიკის პირობებში, პაციენტის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობდა – ზურაბ ჩხაიძე “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაზე

რა პირობებში არიან და სხვა პატიმარი პაციენტები “ვივამედში”, – “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ შეფასებას აქვეყნებს.
დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი ეხმიანება. ზურა ჩხაიძის განცხადებით, ანგარიშიც ადასტურებს, რომ არცერთი პაციენტის უფლებები კლინიკაში არ დარღვეულა და ექსპრეზიდენტი ადეკვატურ პირობებშია.
“ამ კვლევაშიც არის აღნიშნული ის, რომ ჩვენი კლინიკის პირობებში, არ არსებობდა პაციენტის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი. პაციენტი იმყოფებოდა შესაბამის პირობებში და მას უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. თუ რომელიმე პარტიის წევრი ამტკიცებდა, რომ ის არაადამიანური წამების მსხვერპლი იყო კლინიკაში, ამ კვლევით დადასტურდა, რომ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მე საუბარი მაქვს ჩვენს კლინიკაზე, სხვაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. ჩვენ კლინიკაში პაციენტი ნამდვილად იმყოფებოდა ადეკვატურ გარემოში და უტარდებოდა ადეკვატური კვლევები”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ასე არ ფიქრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, სადაც აცხადებენ, რომ, დასკვნის თანახმად, სათანადო მკურნალობას ვერ იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით