„ამ კანონით დასავლეთთან ურთიერთობას ვიფუჭებთ“ – ინტერვიუ ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძესთან

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ დღეს, საქართველოს ბედი ში წყდება. ამის შესახებ მან BMG-ის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური პროტესტის და მმართველი ძალის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობა, „ქართული ოცნებისთვისაც“ წაგებიანია, ამიტომ პაატა ტრაპაიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს დავალება სგან აქვს მიღებული. ბიზნესმენს ქვეყანაში დაძაბული პროცესების განმუხტვის გზად და გამოსავლად „რუსული კანონის“ მიღების არჩევნებამდე გადადება მიაჩნია.
– ხელისუფლება უკან არ იხევს და „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით მიღებას მაინც ცდილობს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხის პროტესტისა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაყრუვდა ხელისუფლება?
– გაიხსენეთ ჩვენი ქართული ზღაპრები – „ცხრა მთას იქით წავიდა“… ჩვენი ბედი არასდროს წყდებოდა თბილისში. ჩვენი ბედი ყოველთვის წყდებოდა ცხრა მთას იქით. ეს ისტორიაა. თავიდანვე მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ჩვენი ბედი წყდება უკრაინაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ ვიცით; ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. რუსეთი მანამდე არ დაგვანანებებს თავს, რაც არ უნდა ვაკეთოთ, სანამ ეცლება. ბევრს ჰგონია და ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენ დავანგრიეთო, მაგრამ არაა ასე – მე საბჭოთა კავშირშიც მიცხოვრია და ვიცი. უბრალოდ, რუსეთმა ჩვენთვის მოიცალა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სახელმწიფოს სათავეში – ივანე, პეტრე თუ პაატა. დღეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ითხოვენ ამას და ესენი ასრულებენ. დავუშვათ, არ შეასრულონ, რა მოხდება?!
– ისევ ომი?
· რაც მოხდა უკრაინაში და განა იმიტომ, რომ „ომი გვინდა“?! ეს პროპაგანდაა ჩვეულებრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ მომხრე, გავიფუჭოთ ურთიერთობა დასავლეთთან. ამ კანონით კი, ჩვენ ვიფუჭებთ ურთიერთობას დასავლეთთან.
ვრცლად იხილეთ: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ