ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს – რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტზე

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს – რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში აფასებს.
იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.
“ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:
1. სააკაშვილის გათავისუფლება;
2. ივანიშვილის დასანქცირება;
3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;
4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა.
ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…
ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!
ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!” – წერს რატი იონათამიშვილი.
Previous: ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!