ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გამოცემა BMG-ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ, ეხმაურება და წერს:
ჯორჯიან ეარვეისის” VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა – სარადარო ინფორმაცია. და ამ თვითმფრინავში ჩატენეს მოტაცებული ბაჩიაშვილი!!
BMG–ის ცნობით, აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის, კომპანია მას ასევე სხვადასხვა კლიენტებზეც აქირავებს.
დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის სწორედ “ჯორჯიან ეარვეისის” Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს. მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, ქართულ ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.
BMG–თან ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეის” ამბობს, რომ კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ. კითხვას, არც მაშინ, თუ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს? – ავიაკომპანიამ არ უპასუხა.
რაც შეეხება ჩვენს სამთავრობო თვითმფრინავს, ბორტი ტექნიკური შემოწმებისთვის დიდი ხანია საზღვარგარეთაა და არ ემსახურება მგზავრებს”, – განაცხადეს “ჯორჯიან ეარვეისში”.
