ხალხო, ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ, რასაც აქ დავწერ.
როგორც ბევრ თქვენგანს, მეც შემეყარა ეს ვირუსი. პირველი იანვრიდან ფეხზე ვერ ვდგავარ. სიცხე ახლაც მაქვს (37.9), მაგრამ პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ორიენტირება, აზრების თავმოყრა, ფეხზე წამოდგომა და გავლა. ჩემგან გადაედო Nini-ს, რომელიც ჩემზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ფეხის ფრჩხილებიდან დაწყებული თმის ღერებით დამთავრებული ყველაფერი ტკიოდა. თვალებს ვერ ახელდა სპაზმისგან. რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ, რომ ერთმანეთისთვის მიგვეხედა. ხან ერთს დაუწევდა სიცხე, ხან მეორეს და ასე ვმონაცვლეობდით, რომ ერთი-მეორეს წამლებისა და სითხეების მიღებაში დავხმარებოდით. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არ მახსოვს. ორჯერ მქონდა კოვიდი, მაგრამ რა შედარებაა. ამ ვირუსმა მომკლა და ცხოვრება შემაძულა. გთხოვთ, თუ ვინმეს ბოლო ხანებში სიცხეები გაქვთ, მიაქციეთ ყურადღება და თქვენით გადაჭრით ნუ დაასკვნით, რომ ეს უბრალოდ, გრიპია. გაიკეთეთ პირბადე.
ჩვენ ნელ-ნელა და წვალებით, მაგრამ მაინც ვამარცხებთ ამ ჯოჯოხეთს, ალბათ, ხვალ-ზეგ უკვე კარგად ვიქნებით. არჩილ მარშანია აქვე მადლობა ამ დიდებულ პიროვნებას. ის რომ არა, მართლა ვერ გადავრჩებოდით